არომათერაპია

 

ჩვენ  ვცხოვრობთ სხვადასხვა არომატების გარემოცვაში, ზოგიერთი მათგანი  ჩვენ გავღიზიანებს, იწვევს თავის ტკივილებს, ზოგი კი მომენტალურად გვკურნავს ცუდი განწყობილებისაგანაც და ფიზიკური გადაღლისაგან. ასე იყო მუდამ. შეიძლება ითქვას, რომარომათერაპია, თავისი სრული გაგებით, პირველყოფილ თემური წყობილების დროიდან არსებობს და სრულებით შემთხვევით წარმოიშვა. რორგორც ვიცით ჩვენი წინაპრები ცეცხლის შესანარჩუნებლად ყველაფეწრს კოცონში ყრიდა დასაწვავად, მათ შორის ზოგიერთი მცენარეები წვისას გამოყოფდნენ არომატს, რომელიც სხვადასხვანაირად მოქმედებდა ადამიანებზე თუ მათ ცხოველებზე. ეს იქნა შემჩნეული, და თანდათანობით დაიწყეს ამ არომატების გამოყენება განკურნების ან სიამოვნების მიღების მიზნით. ძველ ეგვიპტეში ღვთის მსახურები რელიგიური მსახურებისას წვავდენ მცენარეულ ჩხირებს, რომელთა სურნელი იდუმალობით აღსავსეს ხდიდა მათ საქმიანობას. თანდათანობით სურნელების გამოყენება კოსმეტიკური მიზნებისთვისაც დაიწყეს ძველ რომში, საბერძნეთში და ეგვიპტეში.

 

დღეს, მრავალი  მცენარიდან მიღებული ეთერზეთების  თვისებების შესწავლის შემდეგ,

შესაძლებელი გახდა მათი ფართოდ  გამოყენება კლინიკურ მედიცინაში – არომათერაპია  (არომამედიცინა). დღეს ფიტოესენციების საშუალებით ინკურნება მრავალი  დაავადება. ასევე განვითარდა ახალი დარგი – არომაკოლოგია, ეს არის მეცნიერება, რომელიც  შეისწავლის სხვადასხვა არომატების გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

 

ჩვენს სალონში არომათერაპია გამოიყენება  მასაჟების დროს, ფიტო– საუნაში, აბაზანებში, შეფუთვებისას და პროცედურების შემდგომ დასვენებისა და ფიტოთერაპიული ჩაის   მიღებისას.