ბოტანიკური ბაღი – ბათუმი

 

ბათუმი — აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია,  ქალაქია 1878  წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი ( 2002 წ.).

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე,  ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი.

ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის  ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ,  თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი.

ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ

ქალაქის სახელი „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვიდან – „ბათუსი“ (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც.

 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა – 400 000 ათასი ადამიანი (ეს ოფიციალურად ჩამოსული სტუმრების რაოდენობა. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება ყველასათვის საყვარელი დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ამდენად ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში უკვე მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. დაგეგმილია უამრავი გრანდიოზული პროექტი. ამდენად, ბათუმი, პორტის გარდა უკვე სხვა მნიშვნელობასაც იძენს. ის გახდა სახე საქართველოს წარმატებისა და აღმშენებლობისა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, ყომრალი და ალუვიური. დააარსა ა. კრასნოვმა 1912 წელს. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ

ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური მცენარეები: პოდოკარპუსი ტოტარა, სამხრეთ კორდილინე, ჰიმალაური შქერი, ნეპალის მარადმწვანე მურყანი, მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში, პალმისები ნეკერჩხლის 20 ფორმა, მაგნოლიის 15 სახეობა და ფორმა. იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია, მეტასექვოია, სწრაფმზარდი ფოთოლმცვივანი მუხები, მექსიკური ფიჭვები, ჩრდილოეთ ამერიკული და მექსიკური ტაქსოდიუმი, მრავალი სახეობის კაქტუსი, და სხვა. აქვეა კავკასიური კერძოდ კოლხეთის მესამეული პერიოდის რელიქტები: უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, ხეწყავი, წყავმაზა, პონტოური მუხა და სხვა. კარგად არის დაცული უძველესი პერიოდის კოლხური ტიპის ტყე.