სახის კოსმეტიკური პროცედურები

 

აპარატული კოსმეტოლოგია

ეს პროცედურები უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ როგორც თვით მიმდინარეობით, ისე მომენტალური თვალნათელი შედეგებით. ექიმი კოსმეტოლოგი   შეგირჩევთ კანის მოვლის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს არამარტო იმ პროცედურებს, რომლებიც ჩვენთან ტარდება, არამედ სახლში სახის მოვლის ღონისძიებებსაც.. სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფუნქციებით აღჭურვილი აპარატები და პრეპარატები აქცევენ თქვენი სახის კანს განუმეურებელს,  ახალგაზრდას, სადა ნაზი ზედაპირით.

სახის ლიმფოდრენაჟი – აუმჯობესებს სახის ელფერს, აძლიერებს შლაკების და ტოქსინების გამოყოფას, აქრობს შეშუპებებს, მუქ ლაქებს თვალების ირგვლივ,  აუმჯობესებს სახის ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას.

მიოსტიმულაცია– აღადგენს სახის ტონუს და კუნთების დრეკადობას, ახდენს სახის კონტურების მოდელირებას.

მიკროდენები - მიკროდენებით თერაპიის  სეანსი განაპირობებს სახის ელასტიურობისა და ტურგორის აღდგენას,  ნაოჭების მკურნალობას, სახის პიგმენტაციის, აკნეს, სახის სხვა კოსმეტიკური დეფექტების ალაგებას.

სახის გაწმენდა ულტრაბგერით – თანამედროვე აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი პოპულარული და ეფექტური პროცედურაა, მიმართული კანის გაახალგაზრდავებისა და გაწმენდისათვის. ლტრბგერის საშუალებით ხდება კანის ღრმა გაწმრენდა დაგროვებული ჭუჭყისგან, გარქოვანებული ეპიდერმისისგან, კანის ცხიმისგან, დახშობილი თებოს ჯირკვლებისაგან. ამასთან წმენდვის ეს სახე უმტკივნეულოა და მექანიკური წმენდისგან განსხვავებით კანზე არ ტოვებს კვალს – გაწითლებასა და შესუპებებს. ულთრბგერით გაწმენდვას აკეტებენ როგორც სახეზე, ისე კისრის, ზურგის და მხრების არეშიც.

ულტრაბგერით გამოწვეული მიკროვიბრაცია ასრულებს უჯრედულ დონეზე მიკრომასაჟის ფუნქციას, რაც იწვევს ცვლის პროცესების გააქტიურებას, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას (განახლებას), კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.

ულტრაბგერის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ამ სახის პილინგისას ხდება მხოლოდ მოხუცი უჯრედების ჩამოცლა, ისე. რომ ახალგაზრდა უჯრედებს ზიანი არ მიეყენება.

ულტრაბგერითი პილინგი ხელს უწყობს კოსმეტიკური საშუალებების (მალამოები, ლოსიონები და სხვ.) კანის ქვეშ შეღწევას.