გიდროთერაპია

 

შარკოს და შოტლანდიური შხაპები

შარკოს შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე, ხსნის კუნთთა დაძაბულობას, ეფექტურია ცელულიტის პროფილაქტიკასა და სხეულის კორექციაში. ეს შხაპი შეზღუდულ ზონაზე „დარტყმითი“ მოქმედების ტიპისაა. სხეულიდა ნ დაშორება 3–4 მეტრს შეადგენს.

„შოტლანდიური“ შხაპი ზემოქმედებს ორგანიზმზე ცვალებადი ტემპერატურის მქონე წყლის ჭავლით, კონტრასტული შხაპის მსგავსად. ხელს უწყობს პერიფერიულ სისხლძარღვთა ტონუსის გაუმჯობესებას და არტერიული წნევის მოწესრიგებას.

15 წუთიანი პროცედურა სწრაფა დხსნის დაჭიმულობასა და გადაღლას, კუნთების ტონუსი მატულობს. მიმართული წერტილოვანი ჰიდრომასაჟი აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და უჯრედოვან მეტაბოლიზმს, რაც , თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოსვლას, რის გამოც უმჯობესდება ზოგადი განწყობა და კანის მდგომარეობა. ასეთი პროცედურები აერთიანებს ჰიდროთერაპიის რამოდენიმე მიმართულებას.

 პროცედურის ხანგრძლიობა 10–15 წთ.

პროცედურიდ ფასი 10 ლარი

 

ცირკულარული, აღმავალი და წვიმისებრი შხაპები

  ცირკულარული შხაპი, ეს ნახევრად რკალოვანი მილების სისტემაა, რომელთაც შიდა დიამეტრზე წვრილი ნასვრეტები აქვთ. მათი საშუალებით ხდება წყლის მრავალი ჭავლის წარმოქმნა, რომლებიც მოქმედებენ სხეულზე წერტილოვანი მასაჟის სახით.  წყლის ტემპერატურის სწორედ შერჩევის შემთხვევაში შხაპი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აღმაგზნებელ ზემოქმედებას ახდენს, აუმჯობესებს კანის სისხლის მიმოქცევას.  წყლის ჭავლის ოპტიმალური წნევა 1,5 ატმ. წყლის ტემპერატურა პროცედურის დასაწყისში 36 გრადუსია, მკურნალობის ციკლის ბოლოსათვის თანდათან ტემპერატურას ამცირებენ 25 გრადუსამდე.

წვიმისებრი შხაპი შეიძლება ცირკულარული შხაპის დამატებადაც ჩავთვალოთ, თუმცა დამოუკიდებლადაც გამოიყენება. ტექნიკურად შესაძლებელია წვიმისებრი შხაპის, როგორც კონტრასტულის, გამოყენება ტემპერატურის ცვალებადობით ცხელი–ცივი,  ცირკულარულ შხაპთან შესაბამისად ცივი–ცხელი.

აღმავალი შხაპი საშუალებას იძლევა ჩავატაროთ მცირე მენჯის ორგანოების წერტილოვანი მასაჟი.

ჩამოთვლილი პროცედურების თერპიული ეფექტი განაპირობებს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას, მტკივნეული სინდრომების შემცირებას, ნორმალური წონის შენარჩუნებას, ცელულიტის რაოდენობის დაქვეითებას, ნერვული სისტემის განმტკიცებას და ზოგადი ფსიქო–ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას

პროცედურის ხანგრძლიობა 10–15 წთ.

პროცედურიდ ფასი 10 ლარი

 

სამკურნალო აბაზანები: მარგალიტოვანი, ზღვის მარილით, მინერალური წყლით, არომატული ზეთებით, ყვავილების ფურცლებით

აბაზანა მოწყობილია წყლის ჭავლის წარმომქმნელი საფრქვევლებით და ფერადი 5განათებით, რომლების საშუალებითაც მიიღწევა ნერვულ სისტემაზე რელაქსაციური ზემოქმედება.

უნიკალურია აბაზანები სხვადასხვა არომატული ეთერ–ზეთებით, მინერალური მარილებით ან რძის პროტეინითა და ნატურალური მცენარეული ექსტრაქტებით და ბალახებით. ისინი ორგანიზმზე ახდენენ გამწმენდ, მადრენირებელ და დამაწყნარებელ მოქმედებას.  ყვავილების ფურცლები ამშვენებენ გჰჯწტლერას და საგრძნო,ლად აუმჯობესებენ პაციენტის განწყობილებას.

რძის აბაზანა მიკროელემენტების, ვიტამინების, მინერალების წყაროა, ის აღადგენს ორგანიზმს სტრესების, დაავადებების, მძიმე ფიზიკური დათვირთვის შემდეგ. ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, სტიმულირებს ეპიდერმისისუჯრედების განახლებას და აღდგენას, ეფექტურად კვებავს, არბილებს და ნამავს კანს.

შემადგენლობა:  ნუშის და ჟოჟობას ზეთები, რძის პროტეინი, ვიტამინი E. ეთერ–ზეთების კომპლექსი

პროცედურის ხანგრძლიობა 20 წთ.

პროცედურიდ ფასი 7,5 ლარი

 

წყალქვეშა მასაჟი

წყალქვეშა მასაჟი საგრძნობლად განსხვავდება კლასიკურისაგა. აქ პაციენტი წევს კომფორტული ტემპერატის მქონე წყალში, რომელიც თანაბრად ათბობს მთელ სხეულს და ამზადებს მას წყლი სამასაჟე ჭავლის ზემოქმედებისათვის.ამასთან კანში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში, კუნთოვან და მყესოვანი ქსოვილებში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგადა გაჯანმრეთელებას.

სხეულის მასაჟი კეთდება წყლის ძლიერი ჭავლით. სხეული დუნდება, ეხსნება დაჭიმულობა, ხდება უფრო დრეკადი და მოძრავი, ცხიმოვანი შრის შემცირების, მიკროცირკულაციის გაუმჯობესებისა და ტოქსინების გამოყოფის ხარჯზე, ფიგურა იღებს საჭირო ფორმას.

დიდი სასარგებლო მოცულობა (570–600 ლიტრი),  და ორიგინალური  ფსკერი სხვადასხვა დონეზე განლაგებული საყრდენებით  ფეხების, ხელებისა და თავისათვის,  ნებისმიერი კომლექციის პაციენტს საშუალებას აძლევს მოხერხებულად განთავსდეს როგორც ზურგზე, ისე მუცელზეც.

პროცედურის ხანგრძლიობა 15–20 წთ.

პროცედურიდ ფასი 10 ლარი

 

საცურაო სპა–აუზი ჯაკუზით, ჩანჩქერითა და ტალღის იმიტატორით

აუზი დაკომპლექტებული ჰიდრო მასაჟორებით, კასკადური შხაპით (ჩანჩქრი), ლამაზად მოწყობილი დასასვენებელი ზონით – ყველა სპა სასტუმროს აუცილებელი  ატრიბუტია. ჩვენს  (გადახურულ) აუზში შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდეთ ჯაკუზის ზონაში, შეეჭიდოთ სემხვედრ ტალღას ან „კობრის“ ჩანჩქერის ქვეშ დადგეთ. ყოველივე ეს ბავშვებისთვისაც მისაღწევია  – აუზის სიღრმე ერთ მხარეს 70 სმ–ია,  მეორე ბოლოსკენ მატულობს 1,7 მეტრამდე.

პროცედურის ხანგრძლიობა 1,5–2,0 სთ.

პროცედურიდ ფასი:

სასტუმროს მაცხოვრებელთათვის უფასოა

შემოსული სტუმრებისათვის 18 ლარი