ინფრაწითელი საუნა

 

ინფრაწითელი საუნა პირველად გამოგონებულ იქნა იაპონიაში და ადამიანის ორგანიზმზე მისი ეფექტური მოქმედების გამო, მალე დაიმსახურა პოპულარობა. ინფრაწითელი საუნის მიქმედება დამოკიდებულია ინფრაწითელ სხივებზე, რომლებიც აღწევენ ადამიანის ორგანიზმში და იწვევს მისი შიგნიდან გათბობას.

ინფრაწითელი, ანუ სითბური გამოსხივება – ეს სითბოს გავრცელების სახეობაა. ეს იგივე სითბოა, რასაც თქვენ გრძნობთ კოცონისგან, ცენტრალური გათბობის რადიატორისაგან, ანდა მზისაგან. მას არაფერი აქვს საერთო ულტრაიისფერ სხივებთან ან რედგენის გამოსხივებასთან და აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის. სწორედ ამიტომაა რომ              ინფრაწითელი საუნას პრცედურები დროით შეზღუდული არაა.

ინფრაწითელი საუნა წარმოადგენს ნატურალური ხისგან დამზადებულ სათავსოს,. სადაც გაკეთებულია თარო, რომელზეც შეიძლება ჩამოჯდეს ადამიანი. სათავსოში ინფრაწითელი სხივების შესაქმნელად ამონტაჟებენ კერამიკულ გამათბობლებს ზურგის, წინა და ფეხების არეში  ეს გამათბობელი  ათბობს სხივებით თვალით უხილავ დიაპაზონში. ასე რომ, გამოსხივებული ენერგიეს თითქმის 90% უშუალოდ ადამიანის ორგანიძმში აღწევს და მხოლოდ 10% ენერგიისა იხარჯება ჰაერის გათბობაზე. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ინFრაწითელ საუნაში ჰაერი ცხელი არ არის და ჟანგბადის რაოდენობაც საკმარისია.

ასეთ საუნაში სეანსი დაახლოებით 30 წთ. გრძელდება, ჰაერის ტემპერატურე 37-47° არ აღემატება და ტენიანობაც ბუნებრივია. მიუხედავად ამისა, ინფრაწითელ საუნაში ოფლი გაცილებით მეტი გამოიყოფა, ვიდრე ჩვეულებრივ საუნებსა და აბანოებში. და გამაჯანსაღებელი ეფექტიც მეტია.

ინფრაწითელ საუნაში შეიძლება ოფლის გამოყოფის ოთხი ეტაპი გამოვყოთ:

•    პირველი ეტაპი ხდება ენერგიეს დაგროვება ორგანიზმის შიგნით, ოფლი ზლიერ მცირე ოდენობით ან სულაც არ გამოიყოფა. ხანგრძლიობა 7-10 წთ.

•    მეორე ეტაპი იწყება ჭარბი ოფლდენა. ამ დროს კანისქვეშა შრიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით წყალი. ხანგრძლიობა 10-12 წთ.

•    მესამე ეტაპი ოფლის გამოყოფა ნელდება, რამდენადაც მთელი შეუკავშირებელი სითხე უკვე გამოიყო, იწყება სხეულის შიდა ტემპერატურეს მატება. ხანგრძლიობა 7-10 წთ.

•    მეოთხე ეტაპი იწყება სეანსის დამთავრების შემდეგ და ხასიათდება სხეულში დაგროვებული ენერგიეს ხარჟზე ოფლის დენის ნაწილობრივი ზრდით, ხანგრძლიობა 5-8 წთ.

 

ჩვეულებრივ საუნაში, 120 გრადუსამდე ტემპერატურით, სხეულის გათბობა ხდება მხოლოდ 1 მმ სიღრმემდე, ისე როგორც ირთვება სხეულის გადახურებისაგან დამცავი მექნიზმი და ხდება ცხელი მასისი ორგანიზმში შეჭრის ბლოკირება.

ინფრაწითელ საუნაში კი სხეული 3-5 მმ სიღრმემდე თბება. ამის გამო ოფლში 80% წყალი და 20% მყარი ნივთიერებებია (ცხიმი, ქოლესტეროლი, ტოქსინები, მჟავები, შლაკები და ა.შ.) შედარბისათვის – ჩვეულებრივ საუნაში გამოყოფილი ოფლის შემადგენლობაში 95% წყალია და მხოლოდ 5% – მყარი ნივთიერებები. ამასთან, ინფრაწითელ საუნაში, 50 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურისას გამოყოფილი ოფლის რაოდენობა სამჯერ მეტია, ვიდრე 110 გრადუს ტემპერატურაზე ჩვეულებრივ საუნაში.

ინფრაწითელ საუნაში სეანსისას ორგანიზმის შინაგანი ტემპერატურე 38,5 გრადუსამსე იწევს, რაც ორგანიზმის ინფექციაზე ბუნებრივი რეაქციის იმიტაციას იწვევს. ამ დროს ხდება ორგანიზმში არსებულ პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ვირუსების ცხოვრებისუნარიანობას დათრგუნვა.

ინფრაწითელი საუნაში მკურნალობის კურსი – არის:

•    კანის სწორი და ბუნებრივი სინოტივის აღდგენა

•    კომფორტი და უსაფრთხოება

•    სახეზე პლასტიკური ოპერაციების, კანის ღრმა პილინგის, ლაზერული გაპრიალების შემდგომი რეაბილიტაცია

•    ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოძევნება

•    კანის დაბერების პრევენცია

•    კანის დაცვა ინფექციებისაგან

•    ბუნებრივ Ph–ის შენარჩუნება

•    ცხიმის დაწვა

•    კანის კოსმეტიკური  დეფექტების აღმოფხვრა

•    აკნეს მკურნალობა

•    ცელულიტის მკურნალობა

მოხუცებულობა ზოგადად და განსაკუთრებით კანის სიბერე გამოიხატება კანისა და სხეულის დამცავი ფუნქციების დასუსტებაში. ასაკობრივი ცვლილებები მოიცავს კანის ყველა ფენას. კანის ბაზალური შრის უჯრედები  მთელი ცხოვრების მანძილზე იყოფა და თანდათანობით ბერდებიან, ამასთან მათი აქტიობაც მცირდება. კანის ექსფოლიაციის (ზედაპირული ეპიდერმისის მოცილება) პროცესის შენელება კანის ზედაპირზე უხეში რქოვანი გარსის გასქელებქას იწვევს. დაბერების პროცესი დაკავშირებულია ეპიდერმისის განახლების პროცესის შენელაბასთან. ჭარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აფერხებენ კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს. კანი ვეღარ ინარჩუნებს ჩვეულ სინოტივეს, ქვეითდება ტურგორი და კანი ჩამოეკიდება.

ინფრაწითელ საუნაში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კანის გაახალგაზრდავება და დაავადებებისგან განკურნება. ერთი სეანსის შემდეგაც კი ჩანს დადებითი ცვლილებები, რეგულარული პროცედურები კი ხარისხიან და ხანგრძლივ რეზულტატს იძლევა. კანი და ქსოვილები ხდება ელასტიური, დაჭიმული, დაცული და ტენიანი. ნორმალიზდება ცვლის პროცესები.