სათაფლია – გელათი

 

ქუთაისი  — ქალაქი დასავლეთ საქართველოში. განლაგებულია მდ. რიონის ორივე ნაპირზე ზღვის დონიდან 125–300 მ. მოსახლეობა 186,0 ათასი კაცი. აეროპორტი კოპიტნარი ქალაქიდან 14 კმ–ზეა.

 

 

პირველად ისტორიაში მოხსენიებულია VI—III ს. ჩ.წ.ა. 806 წლიდან – აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქია.  თურქ დამპყრობელთაგან თბილისის განთავისუფლებამდე (1122 წ.) იყო ქართველ მეფეთა რეზიდენცია. მე–XV საუკუნედან იმერეთის სამეფოს ცენტრია.   1760 წ. დაპყრობილი იქნა თურქების მიერ, გაანთავისუფლეს რუსეთის და იმერეთის ჯარმა 1770 წ.  1810 წ. შეუერთდა რუსეთის იმპერიას, 1811 – 1840 წ.წ. იმერეთის ოლქის, 1846 წლიდან კი ქუთაისის გუბერნიის ცენტრია

ქუთაისი კოლხიდის სამეფოს ყოფილი დედაქალაქია. ეს უძველესი კულტურისა და უმდიდრესი ისტორიის მქონე მიწაა. ძველბერძნული მითოლოგიაში აღწერილია არა მხოლოდ კოლხეთის მეფეთა სიმდიდრე, არამედ კოლხიდის განუმეურებელი სილამაზის ბუნება.

სათაფლიას მთიდან ქ.ქუთაისის და რიონის ხეობის ზღაპრული ხედი იხსნება რომელიც  აჭარა–იმერეთის ქედამდე ვრცელდება.

ძნელი წარმოსადგენია რომ ათეული მილიონი წლის წინ ჩვენი პლანეტა დინოზავრებით იყო დასახლებული. ყველა კონტინენტზე აღმოჩენილია მათი ნარჩენები გაქვქვებული ძვლებისა და კვერცხების სახით. სათაფლიას გამოქვაბულთან შემორჩენილია დინოზავრების ნაფეხურები, რაც მსოფლიოში ძლიერ იშვიათობას წარმოადგენს. მილიონობით წლების წინ აქ ზღვა იყო, რომლის ქვიშაშიც, ატმოსფერული მოვლენების გავლენის მიუხედფავად შემოინახა ორასზე მეტი სამთითა ნაფეხური.

სათაფლიას გამოქვაბულში საინტერესოა და საკმაოდ ლამაზია სტალაქტიდები და სტალაგმიტები, რომლებიც წარმოიშვებიან მიწისქვეშა წყლების, ნახშირორჟანგის და ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. ათასობით წლების  განმავლობაში კიროვანი წარმონაქმნები და წყლის წვეთები ქმნიან სხვადასხვა ზომისა და ფორმის წანაზარდებს, რომლებიც ზოგჯერ ღებულობენ ზღაპრული პერსონაჟების გამომეტყველობას, რაც საინტერესო და ლამაზ სანახაობას ქმნის.

გელათის ღვთიშობლის მონასტერი ქუთაისის მახლობლად მდეებარეობს. ეს საქართველოს ერთ ერთი მნიშვნეოვანი შუასაუკუნოვანი მონასტერია, რომელიც XVI ს მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე წარმოადგენდა საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრსა და კათოლიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

მონასტერი დაარსებულია მეფე დავით IV აღმაშენებელის მიერ 1106 წელ. აქვე გნისვენებს მეფის ცხედარი. ტაძრის ეკლესია 1125 წელს აშენდა და კიდევ 5 წელი მშვენდებოდა მოზაიკით, რომრლიც ამიერკავკასიასი ერთ–ერთ საუკეთესო მოზაიკურ ნაწარმოებად ითვლება.

ამ წლებში მონასტერში გელათის აკადემია იყო განლაგებული. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას “ასუად ათინად”, “აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად” იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია – “ქვეყნის საზომლოჲ”, “არითმეტიკა” – “რიცხუნი”, მუსიკა – “სამოსოჲ”) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის – “საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი”, რიტორიკა სამი სახის – “თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა”, გრამატიკა და ასტრონომია – “ვარსკვლავთმრიცხველობაჲ”) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

 გელათის აკადემიაში არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს – ნემესიოს ემესელის თხზულება “ბუნებისათჳს კაცისა”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნული ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი.

ბაგრატის ტაძარი.  ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი  “უქიმერიონის გორაზე”. აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III  (975-1014) მეფობაში ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი 8უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს.

ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას

XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, “შემუსრეს ოსმალთა”. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.