მაგნიტური ქვიშა

 

მაგნიტური ქვიშა – ფიზიოთერპიული სამკურნალო საშუალება–წარმოადგენს გარემოს, რომელიც შედგება კერამიკული მაგნიტური ბურთულებისაგან, დიამეტრით 3–5 მმ, ისინი მიიზიდებიან ერთმანეთთან და მთლიანად გარემოსთან, და ქმნიან მაგნიტურ ველს .

 

ხელოვნურად შექმნილი მაგნიტური ველები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ სამკურნალო ცენტრში როგორც მკურნალობის ერთ–ერთი ეფექტური და ამასთან საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდი სახელწოდებით „მაგნიტოთერაპია“ გრიგოლეთის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ აქ ბუნებრივად არის შექმნილი დაბალი ინტენსიობის მაგნიტური ველი.

 

შავი ზღვის მაგნტური ქვიშა ცნობილია მე–19 საუკუნიდან. თავდაპირველად ამ ქვიშის დაუჯერებელი თვისებები თავის თავზე ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოცადა, რომლებიც საოცრად ადვილად და სწრაფად განიკურნებოდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისაგან. ამ მოვლენებით დაინტერესდნენ მედიკოსები, მკლევარები, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები, რომლებმაც გამოიკვლიეს მაგნიტური ქვიშის მოქმედების მექანიზმი.

 

მრავალი ქვეყნის მეცნიერების მიერ დადგენილია ადამიანის ორგანიზმზე მაგნიტური ველის დადებითი ზემოქმედება. მაგნიტური ველის გავლენით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები იცვლება, მაგნიტური ველი ავლენს ტკივილდამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და სტიმულირებს ქსოვილთა რეგენერაციას.

 

მაგნიტური ქვიშა წარმოადგენს ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს ართრიტების, ოსტეოქონდროზების, რადიკულიტების, ართროზების, ზედაპირული შეშუპეპების და მრ. სხვ. დაავადების სამკურნალოდ.

 

ამის გარდა, მზით გახურებულ ზღვის სანაპიროს ქვიშას ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალო საშუალებათ. ჩვენს წ.ა. 1 ს. რომაელი ექიმი ანტონიუს მუზა ცხელი ქვიშით მკურნალობდა იმპერატორ ავგუსტ ოქტავიანს, რომელსაც მარცხენა ფეხის სისუსტე და ტკივილი აწუხებდა. მაიას ცივილიზაციის დროინდელი ინდიელები მზით ან კოცონებით გახურებულ ქვიშის აბაზანებით მკურნალობდნენ მრავალ დაავადებას.

 

პსამოთერაპია – ცხელი ქვიშით მკურნალობა წლების განმავლობაში დანერგილია სამხრეთის (შავი, ხმელთაშუა) ზღვების სანაპიროზე გრიგოლეთში სანაპიროს ქვიშა იდეალურია ერთდროულად პსამოთერაპიისა და მაგნიტოთერაპიისათვის ქვიშის აბაზანები ორგანიზმზე სითბურ და მექანიკურ გავლენას ახდენენ. მშრალი და ცხელი ქვიშა სწრაფად და თანაბრად ათბობს პაციენტს, აძლიერებს ოფლის გამოყოფას, ააქტიურებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას. 48–50 °С გახურებული აბაზანის ერთი სეანსისას ადამიანი წონაში იკლებს დაახლოებით 600 გრ. პსამოთერაპია ასევე ავლენს ტკივილდამაყუჩებელ მოქმედებას, სტიმულირებს ორგანიზმში ჟანგვა–აღდგენით პროცესებს, აძლიერებს ოფლის გამოყოფას, ხელს უწყობს თირკმლის ფუნქციების ნორმალიზებას.

 

ქვიშის აბაზნების მოქმედების სინაზე, საშუალებას იძლევა ისინი დაენიშნოს ბავშვებს, მოხუცებს, აგრეთვე მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო წინააღმდეგ ნაჩვენები აქვთ წყლის აბაზანები და ტალახით მკურნალობა. ქვიშის ლოკალური აბაზანების მიღება შეიძლება ყოველდღიურად 1–1,5 საათის განმავლობაში. როგორც წესი ჯერ იღებენ ჰაერის აბაზანებს – შემდეგ კი ქვიშისას. შემდგომ აუცილებელია დასვენება და ზღვის წყლით დაბანვა ან ზღვაში ცურაობა.

 

ჩვენებები ფსამოთერაპიის დასანიშნად:

სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, საუნთქი ორგანოების ქრონიკული არასპეციფიური დაავადებანი, ქრონიკული ნეფრიტი, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება, ექსუდაციური დიათეზები, რაქიტისა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენები, ჭარბი წონა.

უკუნაჩვენებია ფსამოთერაპია სხეულის ზოგადი დასუსტების, ფილტვის ტუბერკულიოზის, მწვავე დაავადებების დროს. ქვიშით მკურნალობა რეკომენდირებული არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშთათვის და როცა სითბური პროცედურების მიღება წინააღმდეგ ნაჩვენებია.

აბაზანების მიღებამდე სჯობს ჩაიტაროთ ექიმთან კონსულტაცია.