ლუნა პარკი „ციცინათელა“

 

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ უნიკალურ ბუნებრივ გარემოში შეიქმნა გამორჩეული ინფრასტრუქტურის დასვენებისა და გართობის ცენტრი, რომელიც ევროპისთვისაც კი უნიკალურია. განაშენიანების, მშენებლობისა და ატრაქციონების შესაძენი  თანხები გაიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ”, რომელმაც უკვე კეთილმოწყობილი და ამუშავებული ატრაქციონები საჩუქრად გადასცა სახელმწიფოს.

პარკის ტერიტორიაზე 38 ატრაქციონი და სხვადასხვა სახის გასართობი ოთახი თუ კარუსელი არსებობს.

პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ატრაქციონებზე, მართლაც რომ სიმბოლური ტარიფები მოქმედებს. და, რაც მთავარია, ეს არის ისეთი ტარიფები, რომლის გადახდაც შესაძლებელია. მხოლოდ   ბავშვებისთვის განკუთვნილ კარუსელებზე, ბილეთის ფასი 50 თეთრია.

ძირითადად მოზრდილთათვის განკუთვნილ 15 ატრაქციონზე გადასახადი ერთი ლარია, თუმცა პატარებისთვის აქაც შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს. 7 შედარებით უფრო რთული ატრაქციონით

სარგებლობისას 2 ლარია გადასახდელი, ხოლო ექსტრემალურად წოდებულ 4 კარუსელზე, რომლებზეც ხარჯები მეტია, შესაბამისად – 3 ლარი. ერთადერთია კარტინგი, ანუ ავტორბოლა, რომლის საფასური 4 ლარია.

“ციცინათელას” ტერიტორიაზე განთავსებულია ბოულინგის დარბაზი. აქ ერთი საათი 30 ლარი ღირს. ამ უახლესი დანადგარებით მოწყობილ ბოულინგ-ცენტრში ერთ ბილიკზე ერთბაშად 4 მოთამაშეს შეუძლია. “ციცინათელაში” ბოულინგდარბაზით სარგებლობა,  დედაქალაქში არსებულ ბოულინგცენტრის ტარიფებთან შედარებით, გაცილებით იაფია.

 

პარკის  ტერიტორიაზე  შესვლა  უფასოა;

უფასოა აგრეთვე 2500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით სარგებლობა!