ჩვენი მენიუ

 

რესტორანში თქვენი სურვილისამებრ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დიეტები გახდომისათვის ან წონის მომატებისათვის, აგრეთვე სპეციალური დიეტური კვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისას.

შემოთავაზებული პროდუქტებისა და ულუფების  სტანდარტული ჩამონათვალი შეიძლება შეივსოს სხვადასხვა კერძებით დაბალკალორიული პროდუქტებისაგან,  სალათებით, ბოსტნეულისა და ხილის სუფლეებით, პუდინგებით, ცხელი კერძებით.

 

 

უმეტესობა თვლის, რომ სწორი კვება უცხიმო  და ამის გამო – უგემური პროდუქტებია. სინამდვილეში კი არსებობს უამრავი რეცეპტი კერძებისა სწორი კვებისათვის, რომლებიც არა მარტო გემრიელი და მარგებელია, არამედ ხელს უწყობს წონის დაკლებასაც.

სწორი კვება უდევს საფუძვლად ჩვენს მიერ არჩეულ კვების მეთოდიკას. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მცირე კალორიული, გამწმენდი, დისოცირებული დიეტები დამსვენებლებს, რომლებიც სრულ პანსიონზე იმყოფებიან, ყოველდღიურად ვთავაზობთ ასარჩევად და შესაკვეთად სადილისათვის და ვახშმისათვის სამ–სამ დასახელებას სხვადასხვა კერძებისა

საუზმეზე – შვედური მაგიდაა, სამხარი –  ჩაი, ყავა, ნამცხვარი, ფუნთუშა.

რესტორნის მენიუში წარმოდგენილია როგორც ევროპული და სლავიური, ისე ქართული სამზარეულოს კერძები.

დამსვენებლებს პლიაჟის ბარიში გამაგრილებელი სასმელების, ნაყინის,  ახლად დაწურული წვენების და ხილის გარდა ცხელ კერძებსაც შესთავაზებენ, მათ შორის მაყალზე შემწვარს და ცხელ ქვაზე გამოცხობილს, გაყიდვაშია თურქული შაურმა, ქვიშაზე მოდუღებული თურქული ყავა,  ლუდი, კოქტეილები და სხვა ალკოჰოლური სასმელები.