ტალახით მკურნალობა

 

ტალახით მკურნალობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას, ხელს უწყობს ანთებადი კერების ჩაქრობას. სამკურნალო ტალახს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება, რადგანაც მის შემადგენლობაში ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. სამკურნალო ტალახები შეიცავენ ადამიანისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებასა და მიკროელემენტს, ამასთან ისინი უნიკალური თანაფარდობითაა წარმოდგენილი.

ტალასოთერაპიაში ტალახი ლიმფის ღრმა დრენირებისა და ცელულიტის სამკურნალოდ გამოიყენება, ბალნეოლოგიაში კი მას იყენებენ კანის, მცირე მენჯის ორგანოებისა და საყრდენ–მამპძრავებელი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ

ტალახის სამკურნალო მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს და შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ლიპიდური  ცვლის ნორმალიზება. ტალახის ზემოქმედებით ხდება  დეპო ორგანოებიდან (განსაკუთრებით კანქვეშა ცხიმოვანი შრიდან) ცხიმის მობილიზება და ცხიმოვანი ცვლის გააქტიურება, იცვლება ცილოვან–ნახშირწყლოვანი კომპლექსების შემადგენელი ნაწილები, რაც შემაერთებელი ქსოვილის მდგომარეობას აუმჯობესებს და ამცირებს მათი უხეში ფრაქციების ფორმირების პროცესებს.

ტალახით შეფუთვის პროცედურა ორგანიზმის ქსოვილების მიკროელემენტებითა და ტალახის ბიოკომპონენეტებით სწრაფი გაჯერების საშუალებას იძლევა/ უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ კანის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

ტალახის ნიღაბი

სახის ნიღბებისათვის გამოიენება სპეციალურად დამუშავებული სამკურნალო ტალახისაგან დამზადებული კოსმეტიკური პრეპარატები, რომელთა დატანა სახეზე ან სხეულის კანზე გარკვეულ რეჟიმით ხდება.