სოლარიუმი

 

მზე დედამიწაზე სიცოცხლის წყაროა, მზის სხივები ადამიანებს ენერგიასა და ცხოვრების სიხარულს ჩუქნის ხალხს, მცენარეებსა და ცხოველებს. თუმცა ჩვენ ხშირად არა რაციონალურად ვიყენებთ მზის ენერგიას: ზაფხულში ზედმეტად ვინდომებთ მზის სხივებით დატკბობას, რაც ხშირად მზით დამწვრობას იწვევს, ზამტრობით კი განვიცდით მზის სხივების ნაკლებობის გამო, ორგანიზმს არ ყოფნის ულტრაიისფერი სხიივებით გამომუშავებული ნივთიერებები.

სოლარიუმის”პლიუსები” და “მინუსები”

• ულტრაიისფერი – UV-სხივების  ზემოქმედებით  ორგანიზმში ხდება ვიტამინ D წარმოქმნა, რომელიც აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ „პასუხს აგებენ“ კუნთებისა და ძვლების სიმტკიცესა და ჭრილობების დროულ შეხორცებაზე

•       UV-სხივების ააქტიურებენ ორგანიზმში მიმდინარე უმეტეს პროცესებს – სუნთქვას, ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას.

•   ზამთარსა და გაზაფხულზე, როცა ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები დათრგუნულია, UV-სხივები ეხმარება ორგანიზმს გაცივებასტან დაკავშირებულ  დაავადებებთან ბრძოლაში.

•  UV-სხივებს კანის ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, ფერიჭამელების გამონაყარი და სხვ., უეჭვოდ დიდი სარგებლობა მოაქვს. მთავარია აქ თვითმკურნალობას არ ვეწიოთ და არ მივმართოთ სოლარიუმს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

•    მათ, ვინც წვალობს კანზე მსუბუქი ფორმის გამონაყარის გამო, სოლარიუმი, როგორც წესი, ეხმარება. კანი თანდათანობით შრება, UV-სხივები იწვევს მადეზინფიცირებელ და გამაჯანსაღებელ  ზემოქმედებას კანზე.

•  სოლარიუმში გარუჯვისას ზამთრის შემდეგ ფერმკთალი კანი თანდათანობით მზადდება ზაფხულის მზისა და ზღვაზე დასვენებისათვის.

•  სოლარიუმში გარუჯვა ნაკლებად მავნეა ორგანიზმისათვის, ვიდრე მზეზე  ხანგრძლივად ყოფნა. ჯერ ერთი – სოლარიუმის UV-სხივები არ  შეიცავს С ტიპის ფრაქციას, რომელიც კანისათვის მავნებელია. მეორეც – 15 წუთი სოლარიუმში თავისი ეფექტით რამდენიმე საათით ზრვისპირას მზეზე ყოფნას შეესაბამება.

•    UV- სხივები პოზიტიურად მოქმედებს მამაკაცთა პოტენციაზე.

•  დაბოლოს, ეს სხივები გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ თანასწორობაზე, ისინი ებრძვიან სტრესს და უბრალოდ, გვიუმჯობესებენ  განწყობილებას.

ამასთან, სოლარიუმში გარუჯვას ტავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომელთაც არასასურველ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს

•  სოლარიუმში ყოფნისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ დავივიწყოთ ის გარემოება, რომ ულტრაიისფერი სხივები ონკოლოგიურ დაავადებების განვითარებას უწყობენ ხელს.

•    დიდი რაოდენობით დასხივება იწვევს კანის სიმშრალეს, გაუხეშებას, და ნაადრევდაბერებას.

•  კანის ანთებითი პროცესებისას, ზოგიერთ შემთხვევაში UV-სხივები პირიქით გამონაყარის მომატებას იწვევს.

•    სოლარიუმში ვიზიტისაგან თავი უნდა შეიკავონ ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა, ორსულებმა და მათ, ვინც ანტიალერგიულ პრეპარატებსა და ანტიდეპრესანტებს ღებულობენ

საუკეთესო შედეგების მისაღწევად აირჩიეთ ზომიერება

პროცედურის ხანგრძლიობა არაუმეტეს 15 წთ.

პროცედურის ღირებულება 1 წთ: 1 Gel