SPA ეფერენსი

 

ორგანიზმის დეტოქსიკაციის სამედიცინო ტექნოლოგია სპა–ეფერენსი (ნაწლავთა ლავაჟი) შემუშავებულია მოსკოვის ტიქსიკოლოგიური ცენტრისა და სამეცნიერო–მეთოდური ცენტრი  «Lavaj Global LTD»–ს .მიერ

ეს მეთოდი გამოიხატება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მთლიან გამორეცხვაში ბუნებრივი გზით, და რომლის მიზანიცაა ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია. გამორეცხვისათვის გამოიენება განსაკუთრებული მარილოვანი (ელექტროლიტური) ხსნარი.

მარილოვანი (ელექტროლიტური) ენტერალური ხსნარი (СЭР) შემადგენლობა ფაქტიურად სრულად იმეორებს ადამიანის ნაწლავის ხიმუსის ფორმულას, მასში შედის კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ქლორი, გოგირდი და ნახშირბადი.

ნაწლავის გამორეცხვის შედეგად ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები, ალერგენები, უმჯობესდება ნაწლავების და  ნაღვლის გამომყოფი სისტემის მუშაობა, მიკრობული ფონი, მცირდება ნაწლავის კედლის შეღწევადობა ტოქსინების, ალერგენებისა და სხვადასხვა მიკრობებისადმი.

ნაწლავთა ასეთი გამორეცხვა განსაკუთრებით ეფექტურია  დიარეის, ყაბზობის, ნაღვლის სადინარების დისკინეზიის, ენტეროკოლიტების, ნაწლავთა დისბაქტერიოზის, ალკოჰოლურ–აბსტინენტური სინდრომის და ასევე ალერგიების, ფერიმჭამიური გამონაყარის, ფურუნკულოზის, ეგზემის, ფსორიაზის და ატონიური დერმატიტებისას.

ნაწლავთა გამორეცხვა რეკომენდირებულია მათთვის, ვინც იმკურნალა ანტიბიოტიკრბით, არღვევს კვების რაციონს, საჭირო რაოდენობით არ ღებულობს საკვებში უჯრედისს, ეწევა ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს, ხშირად უხდება სტრესული სიტუაციების განცდა.

სპა – ეფერენსი ნაჩვენებია ნივთიერებათა ცვლის მოშლისას

 

ჩვენებები სპა–ეფერენსის ჩატარებისათვის:

 

•    დისბაქტერიოზი

•    საკვებში უჯრედისის შემცველი პროდუქტების ნაკლებობა და კვების რაციონის დარღვევა  - მოუწესრიგებელი კვებით;

•    -ნაკლებად მოძრავი ცხოვრება და ტენდენცია სიმსუქნისადმი;

•    -ხშირი გაციება და რესპირატორული დაავადებები;

•    -ხშირი სტრესები და სხვა მავნე ჩვევები

•    დერმატოლოგიური დაავადებანი

•    ალერგიული დაავადებანი

•    ყაბზობა

•    ეკზოტოკსიკოზი

•    ენდოტოქსიკოზი

•    ალკოჰოლურ–აბსტინენტური სინდრომი, გადაბმული ლოთობა

ნაწლავების გასუფთავების პირველი პროცედურის შემდეგ პაციენთა უმეტესობა გრძნობს სიმსუბუქეს, ძალის და ენერგიის მომატებას,  ნაწილი პაციენტებისა კი აღნიშნავს სისუსტეს და ძილიანობას. განმეორებითი პროცედურების შედეგად თვითგრძნობა საგრძნობლად უმჯობესდება და მათი მოქმედეაც უფრო ეფექტურია. სამი და მეტი პროცედურის შემდეგ პაციენტებს უუმჯობესდებათ ძილი, თვალებში ჩნდება ჯანსაღი ბრწყინვალება, საგრძნობლად მატულობს სიცოცხლის ტონუსი..

 

          განსაკუთრებით თვალსჩინო ეფექტი გამოხატულია ნაღვლის სადინარების დისკინეზიის, ყაბზობის, კვებითი ალერგიების, ალკოჰოლურ–აბსტინენტური სინდრომისას.

სპა–ეფერენსის ფონზე უმჯობესდება კოსმეტოლოგიური პროცედურების ეფექტურობაც.

პროცედურების რაოდენობა ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. ძირითადად რეკომენდირებულია 4–დან 10   პროცედურიანი კურსი. პირველი სამი პროცედურის ჩატარების ინტერვალი 2–3 დღეა, შემდეგ იგი ხანგრძლივდება და 5-7დღეს აღწევს.

პროცედურის ხანგრძლიობა 2,5–3,5 საათია

პრტოცედურის ფასი (ენტერალური ხსნარის ღირებულების ჩათვლით)  70 ლარი.