შეფუთვები თაფლით, შოკოლადით, წყალმცენარეებით და სხვ.

 

შეფუთვები  –  ქალებისათვის ერთ–ერთი ყველაზე სავარელი და ცნობილი პროცედურაა, რომელიც ფართოდ გამიყენება ჭარბი წონის დაგდებისა და ცელულიტთან ბრძოლაში. ძირითადად იყენებენ წყალმცენარეებით, ტალახით,თიხით შებუთვებს. თანამედროვე პირობებში, რიგ კლინიკებში, მათ შორის ჩვენთანაც,  დანერგილია შოკოლადით, თაფლით შეფუთვები.

სხვათა შორის ტალახით, წყალმცენარეებით და მდინარის ლამით შეფუთვებს ათასწლეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ელინები და ძველი რომაელები თავის ჯანმრთელობას იმტკიცებდნენ წყალმცენარეებით შეფუთვებით, ღვინის და სხვადასხვა მცენარეული ნაყენების დამატებით.

შეფუთვებისათვის ჩვენებები  ფა ქტიურად იგივეა, რაც საერთოდ ტალასოთერაპიისათვის:

•    ცელულიტი,

•    ლოკალური ცხიმგროვები,

•    კანის დარბილება გახდომის, მშობიარობის და ა.შ. შემდეგ

•     «ბატის» კანი (ჰიპერკერატოზი),

•    პრობლემური კანი ნაწიბურებით, სტრიებით, შეგუბებითი ლაქებით და ა.შ.

•    მშრალი, მგრძნოიარე კანი მიდრეკილი აქერცვლებისადმი

•    ალერგია და ეკზემები

შეფუთვების შედეგად მიღწეული ეფექტი:

კოსმეტიკური ეფექტი წყალმცენარეებით შეფუტვებისას საკმაოდ შესამჩნევია. კანი ხდება სადა და ელასტიური, ჯანმრთელი, გაახალგაზრდავებული.  მრავალჯერადად ჩატარებისას თანდათანობით ქრება ზედმეტი კილოგრამები და ცელულიტის ნიშნები.

კანი თავისუფლდება ჭარბი ქსოვილოვანი სითხისგან. ლამაზდება, მატულობს მისი ტონუსი.

ჩვენ სალონში ტარდება შეფუთვის ყველა სახეობა. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით სულ რამოდენიმე სეანსის, რომელიც 1,5–2 სთ. გრძელდება, შემდეგ თქვენ იქცევით ლამაზი ფიგურისა და ნაზი კანის მფლობელი, მიმზიდველი და სასურველი!.უკეთესი რეზულტატის მისაღწევად სასურველია ამ პროცედურის შეხამება ლიმფოდრენაჟთან (მასაჟის სახეობა) რაც დააჩქარებს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნებას.

შეფუთვები ეფექტურია და მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც მათ კურსებით (10 დან 20 პროცედურამდე) ატარებენ,  შემდეგ მიღწეული შედეგის შენარჩუნებისათვის ტარდება კურსი  თვეში ერთხელ შეფუთვით.

ცივი თუ ცხელი შეფუთვა – რა ავირჩიოთ?

მოქმედების მექანიზმის მიხედვით შეფუთვებს ყოფენ „ცივ“ და „ცხელ“–ად. ცხელი წყალმცენარეებით შეფუთვა აფართოებს სისხლისძარღვებს და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, პროცედურის მსვლელეობისას  გაფართოებული კანის ფორებიდან გამოდის ტოქსინები და შლაკები. ცხელი შეფუთვები საკმაოდ ფიზიოლოგიური პროცესია და ის წინააღმდეგ ნაჩვენებია მხოლოდ ვენების ვარიკოზული გაგანიერებებისას.

„ცივი“ შეფუთვები  ცელულიტების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, შეშუპებების, დაღლილობის, ფეხებში სიმძიმის შეგრძნებისას არის რეკომენდირებული. განსაკუთრებით  ცივი შეფუთვები მიზანშეწონილია ვენების სკლეროზირების შემდგომ პერიოდში, როგორც სამკურნალო–სარეაბილიტაციო საშუალება. გამაგრილებელი გელები შეფუთვისათვის, ლიმონის ექსტრაქტით, ცხენ–წაბლას ექსტრაქტითა და მენთოლით, ამტკიცებენ კაპილარული სისხლძარღვების კედლებს, მათი შევიწროების გამო დეტოკსიკაციის პროცესები ღვიძლში და თირკმელებში გადაინაცვლებს.

თუ პაციენტს სხვადასხვა პრობლემები აწუხებს, შესაძლებელია ცივი და ცხელი შეფუთვების ერთდროულად ჩატარება სხეულის სხვადასხვა უბნებზეც.