ვაკუმით მასაჟი

 

ვაკუმით მასაჟი მასაჟების ნაირსახეობაა, რომელიც ზემოქმედებს ცელულიტით დაზიანების ან სხვა მიზეზების გამო კორექციას დაქვემდებარებულ ზონებზე. ტარდება ხელით ან აპარატით, გამოიყენება სპეციალური ქილები რომლის შიდა სივრციდან ხდება ჰაერის გათბობით გამოძევება, იქმნება გაიშვიათებული გარემო რომელიც იზიდავს კანის ზედეპირს. ასეთი ზემოქმედება აძლიერებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას. კანის საფარი ახლდება და მტკიცდებ, რაც განაპირობებს კანის ე.წ. ”ფორთოხლის ქერქის” ეფექტის გაქრობას.

კოსმეტოლოგიაში ვაკუმით მასაჟი ძირეთადად ტარდება ე.წ. ”პრობლემურ” ზონებზე, როგორიცაა: დუნდულოები, ბარძაყებზე ე.წ. “გალიფე”-ს უბნები, ხორკლიანი კანი – ”ფორთოხლის ქერქი” და სხვ. თუმცა შეიძლება მთელს სხეულზეც გაკეთდეს.

ვაკუმით მასაჟი ამაღლებს კუნთების ტონუსს, აღადგენს კანის დრეკადობას, ხდება კანის ნაწილობრივი ლიფტინგი და ნაწიბუროვანი ქსოვილების გაწოვა.

ამიტომ ვაკუმით მასაჟი გამოიყენება ტანის კონტურების გასაუმჯობესებლად, ანუ სხეულის მოდელირებისათვის. ქრება სახის ნაოჭების, უმჯობესდება სახის ფერი, იხვეწება სახის ოვალი.

თუ გსურთ თქვენი ტანისა და სახის საკმაოდ სწრაფად კორექტირება, ვაკუმით მასაჟი ძლიერ ეფექტური მეთოდია.

 

პროცედურის ხანგრძლიობა 1 სთ. 20 წთ.

პროცედურის ფასი 40 ლარი