• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



სპა პროცედურების მიღების წესები და რეკომენდაციები

სპა სალონში წასვლამდე რეკომენდირებულია მოიხსნათ ძვირფასეულობანი, არ დატოვოთ ისინი გასახდელის კარადაში.სპა ცენტრის თანამშრომლები აგიხსნიან თუ რა სახის პროცედურა გაქვთ დანიშნული და როგორ ტარდება ის. არჩეული პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია თქვენ გთხოვონ კითხვარის შევსება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზუსტების მიზნით. გთხოვთ შეეცადოთ ყველა პასუხი იყოს გულახდილი, რათა არ მოხდეს ისეთი პროცედურის დანიშვნა, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისათვის არა სასურველი იქნება. ჩვენი ექიმები მზად არიან გაგცენ პასუხი თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. პროცედურაზე მობრძანდით თავისდროულად. დაგვიანება გამოიწვევს პროცედურის ჩატარებისათვის განსაზღვრული დროის შემცირებას, რის გამოც შესაძლებელია თქვენ ვერ იგრძნოთ პროცედურის მთელი სიმშვენიერე!

About image

ქალები და სპა

ორსულობა. ორსულობის დროს სჯობს მოერიდოთ ისეთ პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია სხეულზე ზეწოლასთან, აგრეთვე ჰიდრო–თერმულ პროცედურებს ცხელი წყლით. წინასწარ აცნობეთ ჩვენს პერსონ ალს ქვენი მდგომარეობის შესახებ და ისინი დაგეხმარებიან პროცედურების შერჩევაში. მენცტრუაცია. ჩვენ ვთხოვთ ქალბატონებს ამ პერიოდში არ ჩავიდნენ აუზში და არ ჩაიტარონ ზოგიერთი წყლის პროცედურა, მათი გადატანა შეიძლება სხვა დღეს, თქვენთვის მოსახერხებელ დროს. სხეულის მოვლის პროცედურების წინ სასურველია მთლიანად გაშიშვლდეთ, თქვენ მოგართმევენ ხალათს და ერთჯერად ფეხსამოსელს. მასაჟისას სხეულის ინტიმური ნაწილები დრაპირებული (დაფარული) იქნება ჩვენი თანამშრომლების მიერ. უმეტესობა კაბინეტებში არის შხაპი, პროცედურებს შორის თქვენ გექნებათ განცალკევებით შხაპის მიღების საშუალება.

faq image



სპა და ბავშვები

თამბაქოს მოწევა და ალკჰოლური სასმელების მიღება. პროცედურისაგან მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდირებული არ არის ალკოჰოლის მიღება 8 საათის განმავლობაში. სპა ცენტრი შექმნილია მოდუნებისა და სიმყუდროისათვის. გთხოვთ პატივი სცეთ სხვა სტუმრებსა და პაციენტების უფლებას, დაისვენონ სიჩუმისა და მშვიდ ატმოსფეროში.
სპა სალონში აკრძალულია მობილური ტელეფონებითა და სხვა ელექტრონული ხელსაწყოებით სარგებლობა!
დანისნული პროცედურის გაუქმება!
დანიშნული პროცედურის გაუქმება ან მისი ჩატარების დროის გადატანა შეიძლება მინიმუმ 24 საათით ადრე. უფრო გვიან გაუქმებისას გადახდილი თანხა პაციენტს არ დაუბრუნდება

About image