• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



გრიგოლეთი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ძველი ლეგენდის მიხედვით, ესვენა ოქროს საწმისი და ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. საპორტო ქალაქ ფოთიდან 10 კმ. დაშორებით. დასავლეთიდან კურორტს ზურმუხტისფერი ზღვა, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი ამშვენებს.გრიგოლეთის ფიზიკურ – გეოგრაფიული მდებარეობა, ამინდის ფორმირების პირობები და თბილი შავი ზღვის სიახლოვე, განაპირობებს ამ რაიონში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის არსებობას. აქ მზის ნათების ხანგრძლიობა წელიწადში საშუალოდ 1800–2000 საათია, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა მაღალია და 14° C შეადგენს.

About image

წარმოადგენს რა განლაგებითა და კლიმატური პირობებით საუკეთესო კურორტს, გრიგოლეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ქმნის ჭეშმარიტად საოცრება – მაგნიტური ქვიშა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და რომლითაც დაფარულია მთელი სანაპირო ზოლი გრიგოლეთიდან ურეკამდე.

faq image