• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



სოლარიუმი

მზე დედამიწაზე სიცოცხლის წყაროა, მზის სხივები ადამიანებს ენერგიასა და ცხოვრების სიხარულს ჩუქნის ხალხს, მცენარეებსა და ცხოველებს. თუმცა ჩვენ ხშირად არა რაციონალურად ვიყენებთ მზის ენერგიას: ზაფხულში ზედმეტად ვინდომებთ მზის სხივებით დატკბობას, რაც ხშირად მზით დამწვრობას იწვევს, ზამტრობით კი განვიცდით მზის სხივების ნაკლებობის გამო, ორგანიზმს არ ყოფნის ულტრაიისფერი სხიივებით გამომუშავებული ნივთიერებები.
სოლარიუმის”პლიუსები” და “მინუსები”
• ულტრაიისფერი – UV-სხივების ზემოქმედებით ორგანიზმში ხდება ვიტამინ D წარმოქმნა, რომელიც აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ „პასუხს აგებენ“ კუნთებისა და ძვლების სიმტკიცესა და ჭრილობების დროულ შეხორცებაზე
• UV-სხივების ააქტიურებენ ორგანიზმში მიმდინარე უმეტეს პროცესებს – სუნთქვას, ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას.
• ზამთარსა და გაზაფხულზე, როცა ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები დათრგუნულია, UV-სხივები ეხმარება ორგანიზმს გაცივებასტან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში.
• UV-სხივებს კანის ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, ფერიჭამელების გამონაყარი და სხვ., უეჭვოდ დიდი სარგებლობა მოაქვს. მთავარია აქ თვითმკურნალობას არ ვეწიოთ და არ მივმართოთ სოლარიუმს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
• მათ, ვინც წვალობს კანზე მსუბუქი ფორმის გამონაყარის გამო, სოლარიუმი, როგორც წესი, ეხმარება. კანი თანდათანობით შრება, UV-სხივები იწვევს მადეზინფიცირებელ და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას კანზე.
• სოლარიუმში გარუჯვისას ზამთრის შემდეგ ფერმკთალი კანი თანდათანობით მზადდება ზაფხულის მზისა და ზღვაზე დასვენებისათვის.
• სოლარიუმში გარუჯვა ნაკლებად მავნეა ორგანიზმისათვის, ვიდრე მზეზე ხანგრძლივად ყოფნა. ჯერ ერთი – სოლარიუმის UV-სხივები არ შეიცავს С ტიპის ფრაქციას, რომელიც კანისათვის მავნებელია. მეორეც – 15 წუთი სოლარიუმში თავისი ეფექტით რამდენიმე საათით ზრვისპირას მზეზე ყოფნას შეესაბამება.
• UV- სხივები პოზიტიურად მოქმედებს მამაკაცთა პოტენციაზე.
• დაბოლოს, ეს სხივები გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ თანასწორობაზე, ისინი ებრძვიან სტრესს და უბრალოდ, გვიუმჯობესებენ განწყობილებას. ამასთან, სოლარიუმში გარუჯვას ტავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომელთაც არასასურველ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს
• სოლარიუმში ყოფნისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ დავივიწყოთ ის გარემოება, რომ ულტრაიისფერი სხივები ონკოლოგიურ დაავადებების განვითარებას უწყობენ ხელს.
• დიდი რაოდენობით დასხივება იწვევს კანის სიმშრალეს, გაუხეშებას, და ნაადრევდაბერებას.
• კანის ანთებითი პროცესებისას, ზოგიერთ შემთხვევაში UV-სხივები პირიქით გამონაყარის მომატებას იწვევს.
• სოლარიუმში ვიზიტისაგან თავი უნდა შეიკავონ ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა, ორსულებმა და მათ, ვინც ანტიალერგიულ პრეპარატებსა და ანტიდეპრესანტებს ღებულობენ
საუკეთესო შედეგების მისაღწევად აირჩიეთ ზომიერება
პროცედურის ხანგრძლიობა არაუმეტეს 15 წთ.

About image