• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



ჩვენ განლაგებული ვართ ზღვის პირას. მრავალწლიანი ფიჭვების გარემოცვაში იქმნება სამკურნალო მიკროკლიმატი, რომელიც ზაფხულის თაკარა სიცხეშიც კი სასიამოვნო სიგრილეს ჩუქნის დამსვენებლებს. აქ შექმნილია იდეალური პირობები მათთვის, ვინც აფასებს ხმაურიანი ცივილიზაციიდან განმარტოებას, სიმშვიდეს და ბუნების სილამაზეს, განუმეორებელ ეკოლოგიას, სუფთა, კეთილმოწყობილ სანაპიროს და თბილ წყალს.კეთილმოწყობილი ეზო და პლიაჟი, ზღვისპირა ბარი, უფასო ავტოსადგომი, სპორტული თამაშობანი, საბავშვო მოედანი, დახურული აუზი, სპა სალონი და სატუმრო 35–40 დამსვენებელზე. სასტუმრო აშენებულია 2009 წელს, შენობა 5 სართულია, ლიფტით.

About image

სულ 17 ნომერია, მათგან 1 აპარტამენტი, 2 ლუქსი და ერთი ლუქსი – ახლად დაქორწინებულთათვის. ერთი სართული მთლიანად დათმობილი აქვს სპა სალონს, საიდანაც დახურული გადასასვლელით მოხვდებით საცურაო აუზში .
ყველა ნომერს აქვს ბალკონი ზღვის მხარეს, ოთახებში ცენტრალური კონდენცირებაა, ტელეფონი, LCD ტელევიზორი, ფენი, სეიფი, მინი ბარი, დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, საუნებით, ბიბლიოთეკით. სამრეცხაოს მომსახურებით, რესტორნით, ფიზიოთერაპიული, ლაზეროთერაპიული, კოსმეტოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარებით – სპა პროცედურების მთელი კომპლექსით. ექსკურსიებით სხვადასხვა მარშრუტებზე.

faq image