• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



ზოგადი მასაჟი

ზოგადი (კლასიკური) მასაჟის სეანსები (მთელი სხეულის მასაჟი) შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დაძაბულობის მოსახსნელად, დამშვიდებისა და რელაქსაციისათვის, ასევე პირიქით (მასაჟის ტექნიკიდან გამომდინარე), ტონუსის მომატებისა და ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურებისათვის. ზოგადი მასაჟის სეანსის დროს, თქვენი სურვილისამებრ, სპეციალისტის ყურადღება შეიძლება გამახვილებულ იქნეს თქვენთვის ე.წ. “პრობლემურ” ზონებზე (ზურგი, გავა-წელის ზონა, კისრის მიდამო).
კლასიკური მასაჟი – უძველესი, და ამავე დროს თანამედროვე ეფექტური სამკურნალო-პროფილექტიკური მეთოდია.
მასაჟი ხელს უწყობს ტკივილების, შეშუპებების შემცირებას, აჩქარებს ტრავმების შეხორცების პროცესებს, ამაგრებს სახსრებსა და მყესოვან სისტემას, ხსნის კუნთთა დაღლილობას, ამაღლებს ადამიანს შრომისუნარიანობას, არეგულირებს სასქესო ორგანოების ფუნქციებს.
კლასიკური მასაჟის ჩატარების მეთოდიკა და ხერხები თითოეულ კერძო შემთხვევაში შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების, ასაკისა და ჯამრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ გსურთ თავი იგრძნოთ ახალგაზრდად, ჯანღონით სავსე და შრომისუნარიან ადამიანად – კლასიკური მასაჟი სწორედ თქვენთვისაა.
პროცედურის ხანგრძლიობა 1 სთ.

About image