• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



ბოლო წლებში მსოფლიო სპა–მანიამ მოიცვა. სპა კურორტებზე დასვენება დღეს ითვლება მოდურად და პრესტიჟულად, მიანიშნებს ფინანსურ კეთილდღეობაზე. სპა ცენტრებში ადამიანები თავისუფლდებიან ყველაფრისაგან: ნაოჭებისაგან, ცელულიტისგან, ფულისგან, ნეგატიური ემოციებისგან, შლაკებისა და ტოქსინებისაგან და სხვა. სანაცვლოდ ღებულობენ ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას და სულის სიმხნევეს. სპა – ეს ბელგიური ქალაქის სახელწოდებაა არდენაში, ცნობილია როგორც ბალნეოლოგიური კურორტი, თუმცა თვით აბრევიატურა SPA–ს ავტორობა ძველ რომაელებს ეკუთვნით.Sanus Per Aquam (SPA) – „ჯანმრთელობა წყალის საშუალებით“.დაავადებებისა და უძლურობისგან რომაელები თავს სწორედ თერმულ წყაროებში ბანაობითა და თერმული აბაზანების მიღებით აღწევდნენ. განკურნების ამ მეთოდს ეწოდა „SPA“ – რაც წყლის პროცედურების საშუალებით ჯანმრთელობისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად მიმართული პროცედურებისა და პროგრამების კომპლექსს წარმოადგენს..

About image

დღეს SPA საერთაშორისო ტერმინია. მოსახლეობამ შეიგნო წყლის სამკურნალო ზემოქმედება ორგანიზმზე. დღეს ყველა თავისთვის ირჩევს, – რა პროგრამა ან რა პროცედურა მოუხდება მას, – იქნება ეს კონტრასტული შხაპი, აუზში ბანაობა თუ უბრალოდ, ქვიშიანი სანაპირო ზღვის პირას, ნებისმიერი ამ პროცედურათაგან მარგებელი იქნება ახალგაზრდობისა და კარგი განწყობელობის შესანარჩუნებლად. სპა სალონები სთავაზობენ მრავალ პროგრამას, რომლებიც შემუშავებულია საპეციალურად მამაკაცებისათვის, ქალებისათვის, წყვილებისათვის. გამოსასვლელ დღეებში შინაგანი ძალებისა და სულიერი თანაფარდობის აღსადგენად, საკმარისია რამოდენიმე საათის გატარება სპა სალონში, რათა მთელი მომდევნო კვირა ასხივებდეთ ენერგიას! არის სპა პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია დაძაბულობისა და სტრესისი მოსახსნელად. ნაწილი სპა პროცედურებისა მიმართულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისაკენ, როგორიცაა ხერხემლის დაავადებანი, – ოსტეოქონდროზი, ნერვული მოშლილობანი, მეხსიერების დაქვეითება და სხვ.

faq image



დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის გაწმენდას. დაგროვებული ტოქსინები და შლაკები, ზედმეტი სითხე გამოდის ორგანიზმიდან. სპა პროცედურები ნაჩვენებია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს ეწევა. სპა სალონში ვიზიტით მიაღწევთ ღრმა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რელაქსაციას. აუცილებლად გაგიჩნდებათ კარგი განწყობილება, მოგემატებათ სიმხნევე, შინაგანი ძალები, ჯანმრთელი ძილი და გაგიუმჯობესდებათ გარეგნობა.ჩვენ სპა სასტუმროში შემუშავებულია ყველაზე ეფექტური პროცედურები სხეულისათვის, სახისა და კისრისათვის, ხელებისა და ქვედა კიდურებისათვის.

About image

ეწვევით ინფრაწითელ და ფინურ საუნას, ჩაიტარებთ სხვადასხვა შხაპებს (კასკადური, შარკოს, ცირკულარული), ჰიდრომასაჟს და სამკურნალო აბაზანებს. თქვენს სამსახურშია ჯაკუზი, მინი–, ფიტოსაუნები, დახურული აუზი ჯაკუზით, ჩანჩქერითა და შემხვედრი ტალღით. და ყოველივე ეს შერწყმულია მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებულ სხვადასხვა სახის მასაჟებთან (სამედიცინო, ანტიცელულიტური, კორექციული, ვაკუუმ, ფრანგული მასაჟი, ლიმფოდრენაჟი და სხვ). განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი შეფუთვებს (წყალმცენარეებით, სამკურნალო ტალახებით, თაფლით, შოკოლადით და ა.შ.) რაც განუმეორებელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ყოველი პროცედურის შემდეგ თქვენ დაისვენებთ სპეციალურ ზონებში, სადაც რელაქსაციას ხელს უწყობს შესაბამისი მუსიკა და არომათერაპია. გაგიმასპინძლდებით სამკურნალო ფიტო–ჩაით, ახლადდაწურული წვენებით, საფირმო კოქტეილებით და დიეტური სალათებით.

faq image