• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



მასაჟის ზემოქმედება კანზე

მოზრდილი ადამიანის კანის საფარის საერთო ფართობი დაახლოებით 2–2,5 კვ. მეტრია, კანის წონა კი 3 კგ.შეადგენს. 2 კვ. სმ მქონე ფართობის კანი შეიცავს 3 მლნ. უჯრედს, 100–დან 300–მდე საოფლე ჯირკვალს, 50–მდე ნერვულ დაბოლოებას და 1 მეტრამდე სისხლძარღვებს.
მასაჟი კანზე მრავალმხრივ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. იგი
• ასუფთავებს ეპიდერმისს გარქოვნებული ზედაპირული უჯრედებისაგან, და მასთან ერთად უცხო სხეულებისაგან (მტვერი და სხვ.) რომელიც ფორებში ხვდება, და მიკრობებისაგან, რომლების ჩვეულებრივ კანზე დიდი რაოდენობითაა
• აუმჯობესებს საოფლე და თებოს ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციასა და მათი სადინრების გამოსასვლელს ათავისუფლებენ სეკრეტისაგან.
• ააქტიურებს კანის სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ვენური შეშუპებები ცხრება. ძლიერდება კანის სისხლით მომარაგება და, შესაბამისად, მისი კვება, რის შედეგადაც ფერმკრთალი, მშრალი და დანაოჭებული კანი ხდება ვარდისფერი, დრეკადი და ხავერდოვანი, საგრძნობლად მატულობს კანის მდგრადობა სხვადასხვა მექანიკური და ტემპერატურული გამღიზიანებლების მიმართ.
• ამაღლებს კან–კუნთოვან ტონუსს, რაც კანს ელასტიურს, სადას და მკვრივს ხდის.
• აუმჯობესება ადგილობრივად და ზოგადად მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

მასაჟის ზემოქმედება კანქვეშა ცხიმოვან შრეზე:
კანქვეშა ცხიმოვან შრეზე მასაჟი შემოვლითი გზით მოქმედებს, ნივთიერებათა ცვლაზე ზოგადი ზემოქმედების სახით. ააქტიურებს რა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აძლიერებ ცხიმის დეპოებიდან გამოყოფას, მასაჟი ხელს უჭყობს ცხიმოვან ქსოვილში ჭარბი რაოდენობით არსებული „ცხიმის წვას“.უნდა აღინიშნოს, რომ გასახდომ მასაჟებს ხანგრძლივი კურსებით (მინიმუმ 15 სეანსი) ატარებენ და უთავსებენ მათ ფიზიკურ ვარჯიშს

მასაჟის ზემოქმედება კუნთებსა და სახსრებზე
მასაჟის ზეგავლენით კუნთოვანი ბოჭკოების ელასტიურობა და კუმშვადობის ფუნქცია მატულობს, ნელდება კუნთთა ატროფიის პროცესი, ასევე მცირდება უკვე განვითარებული ჰიპოტროფიები. მასაჟი ხელს უწყობს კუნთების შრომისუნარიანობის ამღლებას, ამასთანვე ჩქარდება კუნთთა შრომისუნარიანობის აღდგენის პროცესი, გაძლიერბული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ხანმოკლე (3–5 წთ) მასაჟი უფრო სწრაად აღადგენს კუნთების ქმედითუნარიანობას გადაღლისას, ვიდრე 20–30 წუთიანი დასვენება. საგრძნობი გავლენა აქვს მასაჟს სახსრებზეც. მასაჟის მოქმედებიტ უმჯობესდება სახსრებისა და პერიარტიკულარული ქსოვილების სისხლმომარაგება, ძლიერდება სახსრის პარკ–მყესოვანი აპარატი, ჩქარდება სახსარშიდა გამონადენის და პერიარტიკულ ქსოვილებში პათოლოგიური გროვების გაწოვა.

About image

მასაჟის ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე
ნერვული სისტემა ერთ–ერთი პირველი აღიქვამს მასაჟის მოქმედებას, ისე როგორც კანში უამრავი რაოდენობითაა ნერვული დაბოლოებანი.მასაჟის ძალის, ხასიათის, ხანგრძლიობის ცვალებადობით ვაღწევთ ნერვული აგზნებადობის მომატებას ან დაკლებას, ვაძლიერებთ და ვაცოცხლებთ დაკარგულ რეფლექსებს, ვაუმჯობესებთ კანის ტროფიკას და ასევე შინაგანი ორგანოების მოქმედებას.
პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მასაჟი განსაკუთრებულ ზემოქმედებას ავლენს. სუსტდება ან ქრება ტკივილი, უმჯობესდება ნერვის გამტარიანობა, ჩქარდება მათი დაზიანებისას რეგენერაციის პროცესები, მცირდება ვაზომოტორული მგრზნობელობითი და ტროფიული მოშლილობანი.
დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს, რომელშიც ტარდება მასაჟი. სითბო, დაბალი განათებულობა, მუსიკა ხელს უწყობს მასაჟის სამკურნალო ზემოქმედების უკეთ გამოვლინებას.

მასაჟის ზემოქმედება სისხლის მიმოქცევისა და ლიმფურ სისტემებზე
მასაჟი იწვევს მომქმედი და სარეზერვო კაპილარების გაფართოებას, რაც მასაჟის უბნის და , რეფლექტორულად, შინაგან ორგანოების სისხლით უხვად მომარაგებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც აქტიურდება ამ ორგანოებისა და ქსოვილებისადმი ჟანგბადისა და საკვების გაძლიერებული მიწოდება და მათი ფუნქციონირების გაუმჯობესება. თუ მოსვენებულ მდგომარეობაში 1 კვ. მილიმეტრის კუნთში 31 ფუნქციონირებადი კაპილარია, მასაჟის შემდეგ მათი რიცხვი 1400–მდე იზრდება!
ლიმფის მიმოქცევა ჩვეულებრივ ნელი პროცესია. ლიმფა, 4–5 მმ/წმ სიჩქარით მიედინება, მასაჟის დროს ხდება ლიმფის დინების საგრძმობი აჩქარება, სათანადო მიმართულებით ჩატარებული მასაჟი ფაქტიურად აცარიელებს კანის ლიმფურ სადინრებს და რეფლექრორულად აჩქარებს მთლიანად ლიმფის მიმოქცევას.
მასაჟის ჩატარების ჩვენებები და უკუჩვენებანი

ჩვენებები:
(როდესაც აუცილებელია მასაჟის ჩატარება):
1. ტკივილი კისრის, ზურგის, წელის არეში.
2. თავის ტკივილები
3. ოსტეოქონდროზი.
4. კუნთების, სახსრების, მესების დაჭიმვა, ღრძობა.
5. ძვლის მოტეხილობანი შეხორცების ყველა ეტაპზე
6. მოტეხილობების შედეგად დარჩენილი ფუნქციური მოშლილობანი
7. ართრიტები ქრონიკულ და ქვემწვავე პერიოდში
8. ნევრალგიები და ნევრიტები
9. რადიკულიტი
10. დამბლა
11. გულის კუნთის ქრონიკული უკმარისობა
12. სტენოკარდია
13. ჰიპერტონული დაავადება
14. არტერიული ჰიპოტონია
15. ინფარქტის შემგომი სარეაბილიტაციო პერიოდი
16. ქრონიკული გასტრიტი
17. მსხვილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის მოშლილობანი
18. ბრონქიტი
19. პნევმონია
20. ბრონქული ასთმა
21. კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლული (გამწვავების გარეშე)

უკუჩვენებები:
1. მწვავე ციებისა და მაღალი ტემპერატურისას
2. სისხლისდენა და მისდამი მიდრეკილება
3. სისხლის დაავადებანი
4. ნებისმიერი ლოკალიზაციის ჩირქოვანი პროცესები
5. კანის, ფრჩხილების და თმების დაავადებანი
6. სისხლისა და ლიმფის სადინრების მწვავე ანთება, ტრომბოზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება
7. თავის ტვინისა და პერიფერიულ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი
8. აორტის და გულის ანევრიზმა
9. ალერგიული დაავადებანი კანზე გამონაყარით
10. შინაგანი ორგანოების დაავადებანი, მიდრეკილი სისხლისდენისადმი.
11. ქრონიკული ოსტეომიელიტი
12. სიმსივნეები
13. ფსიქიური დაავადებანი ზომაგადამეტებული აგზნებებით
14. სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე–3 ხარისხის
15. ჰიპერ– და ჰიპოტონური კრიზი
16. გულის კუნთის მწვავე იშემია
17. თავის ტვინის სისხლძარღვთა გამოხატული სკლეროზი
18. მწვავე რესპირატორული დაავადება (მრდ)
19. კუჭნაწლავი ტრაქტის აშლილობანი (ფაღარათი, გულისრევა, ღებინება)
20. გულ–ფილტვის უკმარისობა მე–3

faq image