• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



მაშრალი ჰაერის აბანო – ფინური საუნა

საუნა ცნობილია ძველი დროიდან და დღეს უკვე დამსახურბული პოპულარობით სარგებლობს. ადამიანის ორგანიზმზე საუნის დადებითად მოქმედება ასწლეულების მანზილზე დამტკიცდა.საუნაში ვიზიტი გამოიწვევს თქვენი ნერვული სისტემის და კუნთოვანი აპარატის მოდუნებას. გამოგიკეთებთ ხასიათს და სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ. მოგიხსნით სტრესს. საუნას ახასიათებს ჰაერის მაღალი ტემპერატურა (90დან-100მდე) და შედარებით დაბალი ტენიანობა (10-15%).
საუნას ხშირათ უწოდებენ “ოფლის მოსადენს” (потельня), რამდენადაც მისი მოქმედების არსი ოფლის გამოდენაზე, ხოლო სხეულის გადახურებისაგან დაცვის მექნიზმი – ოფლის აორთქლებაზეა დამყარებული.
ასე რომ საუნაში ოფლის გამოყოფა ჭარბი, და ამავე დროს ეფექტურია. საუნაში ყოფნისას, ორგანიზმი თერმულ ზემოქმედებაზე ბუნებრივია პასუხობს სისხლძარღვთა და კაპილარული სისტემების გაფართოვებით. ამასთან ხერხემალსა და სახსრებს მიეწოდება ჭარბი ოდენობით სისხლი, რაც ხელს უწყობენ რეგენერაციის (აღდგენის) პროცესებს.
საუნაში დადებით ეფექტს იძლევა არომათერაპია – არომატული სურნელებით მკურნალობა. სხვადასხვა სურნელოვანი ეთერზეთების მოფრქვევით მიღებული სურნელები იწვევს ადამიანის დაღლილობის მოხსნასა და ზოგად რელაქსაციას. ეთერზეთების შერჩევით არომათერაპიას საუნაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდაც იყენებენ.
რეკომენდირებულია საუნაში სიარული პროფილაკტიკის და გაჯანსაღების მიზნით, შრომის უნარიანობის აღსადგენად, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემდეგ. საუნა აძლიერებს ოგანიზმის იმუნიტეტს. ასევე კურნავს დაწყებით სტადიაში ნერვული, გულსისხლძარღვთა, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემების, კანის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დავადებებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. საუნას ზეგავლენით კლებულობს ტკივლი კუნთებსა და სახსრებში, ქრება დაღლილობის შეგრძნება, რაც კუნთებიდან რძის მჟავას სწრაფ გამოსვლასა და მის გლიკოგენად გარდაქმნას უწყობს ხელს.

About image

სასარგებლო რჩევები

• ყველაზე უკეთესია საუნაში სიარული დაიწყო მაშინ, როცა ჯანმრთელი ხარ, მაშინ მომავალში მისი ეფექტურად გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დავადებების მკურნალობისათვის.• საუნაში შესვლის წინ საჭიროა შხაპის ქვეშ კარგად დაიბანოთ და გაიმშრალოთ ტანი.
• სხეული რომ არ დავიწვათ თაროზე წოლისას ან ჯდომისას დაიფინეთ დიდი პირსახოცი.
• საუნაში ყოფნისას ისუნთქეთ მხოლოდ პირით და რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ.
• ეთერზეთების გამოყენება იძლევა დადებით შედეგს, იწვევს მოდუნებასა და განტვირთვას ყოველდღიური პრობლემებისაგან.
• არ შეიძლება საუნაში დიდ ხანს ყოფნა.
• საუნაში ყოფნის დრო მუდმივი მოყვარულთათვის: 2-3 ჯერ შესვლა 5-10 წუთით. შუალედებში აუცილებლებელია შესვენება 10-15 წუთით და გაგრილება აუზში.
• თავდაპირველად სჯობს ქვედა თაროზე დაწოლა და გამოსვლისას შხაპით გაგრილება, ამის შემდეგ შეიძლება აუზში ბანაობა.
• ოსტეოქონდროზით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნებათ კუნთების, მყესების, ხრტილების და ხერხემლის პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება საუნა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საუნაში მხოლოდ იწვეთ თაროზე.
• საუნათი გაჯანსაღება ამცირებს კუნთების და სახსრების დაზიანების რისკს, აძლიერებს დაბალი ტემპერატურის ამტანიანიბას.

faq image