• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



ორთქლის აბანო – ფიტო – კასრი, მინი საუნა

ჰიპერთერმული ტემპერატუა – ეს ძლიერი გამაღიზიანებელია, რომელიც ორგანიზმში მრავალ ფიზიოლოგიურ რეაქციებს აძლევს ბიძგს
• აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
• საოფლე ჯირკვლები წყლის (რაც ცვლის პროცესების ერთ–ერთი საბოლოო პროდუქტია).აქტიურად გამოყოფას იწყებს.
• მიმდინარეობ სუნთქვის თავისებური ვარჯიში – აბანოს სიცხეში ორგანიზმი მოითხოვს ჟანგბადის დამატებით ულუფებს, სუნთქვა უმჯობესდება, ღრმავდება, ეს კი, თავის მხრივ, აუმჯობესებს ფილტვის ალვეოლებში ჰაერის მიწოდებას.
ნამდვილი აბანო წარმოუდგენელია ცივი წყლის გარეშე. არაგონივრულ საქციელს ჩადის ის ვინც ისაზღვრება მხოლოდ ორთქლითა და თბილი შხაპით. სიცხისა და სიცივის შენაცვლება – აბანოს ფიზიოლოგიური ზემოქმმედების საფუძველია. სიცივისას პერიფრული სისხლძარღვები იკუმშება და სისხლის უმეტესი ნაკადი ცენტრალურ ორგანოებისაკენ მიემართება, სითბოში კი პირიქით, ძარღვები ფართოვდება და სისხლი პერიფერიისაკენ გადაინაცვლებს. ორთქლით აბანო – ფიტო (მინი) საუნა „კედარის კასრი“ „კედარის კასრი“ (ფიტოსაუნა) აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ხელს უწყობს მრავალი დაავადბისაგან თავის დაღწევას. ორთქლი, გაჯერებული სამკურნალო მცენარეებით, რომელიც მიეწოდება ციმბირული კედარისაგან დამზადებულ კაბინაში, დადებითად ზემოქმედებს ადამიანზე. კედერი ითვლება „ფარმაცევტ“–ხედ. მისი მერქანი ფიტონციდებს გამოყოფს, რომლებიც მავნე მიკროორგანიზმების ზრდა სა და განვითარებას თრგუნავს.
ჯერ კიდევ ძველ დროში სლავიელი ექიმბაშები და მკურნალები სახადასხვა დაავადებების სამკურნალოდ დაუძლურებულთ სვამდენ კედარის კასრში ჩასხმულ ცხელ წყალში, რომელიც გაჯერებული იყო სხადასხვა სამკურნალო მცენარეების ნახარშებითა და ექსტრაქტებით. ჩვენ დღეებშიც, მიუხედავად ცივილიზაციის მიღწევებისა, ეს ძველებური სამკურნალო მეთოდი ეფექტური და პოპულარულია სხეულისა და სულის განწმენდისათვის.
ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესს, სტრესებს, ნაჩქარევ კვებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს ქრონიკულ დაავადებებამდე მივყავართ. როგორ გავხდეთ კვლავ ჯანმრთელები?! სრულებით ადვილად – კედარის კასრში მიიღეთ სამკურნალო ორთქლის სოლიდური პორცია და თითქოს თავიდან დაიბადებით!!
გახურებული ორთქლი, რომელიც სპეციალური მოწყობილობით შემოდის კედარის კასრში, აფართოებს სისხლძარღვებს, სისხლი გაძლიერებულად მიეწოდება კანს, კუნთებს, სახსრებს, ყველა შინაგან ორგანოს. იწყება ჭარბი ოფლდენა, სხეული თითქოს ტალღებში ცურავს, და თქვენ გრძნობთ, რომ ოფლთან ერთად სხულიდან „გამოდის“ ავადმყოფობა. ამასთანავე ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, სუფთავდება და ახალგაზრდავდება კანის საფარი.
ითვლება, რომ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები კანის საშუალებით შეითვისება 40 პროცენტით უფრო აქტიურად, ვიდრე მათი ნაყენების დალევისას. გახურებული კანი კარგად ითვისებს მცენარეებს, მათი მიკრო წვეთებიკედრის კასრიდან ამოსვლის შემდეგაც აგრძელებს კანიდან ორგანიზმში შეღწევას და მასზე მოქმედებას.

About image

ჩვენთან აქტიურად გამოიენება სხვადასხვა სამკურნალო მცენერეების ნარევები – ფიტონაკრებები: №1. ფიტონაკრები „მწვავე რესპირატორული დაავადებებისას“
შემადგენლობა: ჩვეულებრივი მატიტელა, ბეგქონდარა, ევკალიპტი და სალბი მოქმედების მექანიზმი: ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, იმუნომოდულაცია.
ცხელ ორთქლთან ერთობლივი ზემოქმედებისას იწვევს ორგანიზმის იმუნური პროცეზების გააქტიურებას და სასუნთქი გზების ქრონიკული და მწვავე ანთებების ჩაცხრომას №2. ფიტონაკრები „ზოგადგამაჯანსაღებელი“
შემადგენლობა: ჩვეულებრივი მატიტელა, კულმუხო, მზიურა და ურცი
მოქმედების მექანიზმი: იმუნომოდულაცია
ნაჩვენებია იმ დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობებისას, რომლებიც დაკავშირებულია იმუნური სისტემის დათრგუნვასთან, გადატანილი მძიმე ინფექციების, ინტოკსიკსციების, ქიმიური პრეპარატების (მათ შორის ანტიბიოტიკების) მასიური მიღების შემდეგ, ასთენიური მდგომარეობებისას, გადაღლის და ქრონიკული დაღლილობის სინდრომისას.№3. ფიტონაკრები „საბავშვო“
შემადგენლობა: ჩვეულებრივი მატიტელა, გვირილა (მატრიკარია), ევკალიპტი, ბეგქონდარა, სვია და თავშავა
მოქმედების მექანიზმი: დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული
ნაჩვენების ბავშვთა სხვადასხვა დაავადებებისას, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც დაკავშირებულია მომატებულ ნერვულ აგზნებადობასთან№4. ფიტონაკრები „ცელულიტის საწინააღმდეგო“
შემადგენლობა: ქაფურა, ცერცვეკალა, ცოცხანა, მარიამსაკმელა, ბერულა
მოქმედების მექანიზმი: დეჰიდრატაცია, დეტოკსიკაცია, ცვლის პროცესების გააქტიურება.
გამოიყენება სითბური პროცედურებისას, ცელულიტის მკურნალობისათვის. ორგანიზმიდან აძევებს ზედმეტ სითხეს, ტოქსინებსა და შლაკებს, ხელს უწყობა გახდომას№5. ფიტონაკრები „დამამშვიდებელი“
შემადგენლობა: ჩვეულებრივი მატიტელა, შავბალახა, იორდასალანი და თავშავა
მოქმედების მექანიზმი: სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილდამაყუჩებელი№6. ფიტონაკრები „ოსტეოქონდროზის სამკურნალო“
შემადგენლობა: წყლის მარწყვბალახა, წყლის იელი, არყის ხის ფოთოლი და მარიამსაკმელა.
მოქმედების მექანიზმი: ანთების საწინააღმდეგო, გამწოვი, ტკივილდამაყუჩებელი, ხელს უწყობს ელექტროლიტური ცვლის პროცესებს. ნაჩვენებია ართრიტებისა და ოსტეოხონდროზებისკედრის კასრის ისეა კონსტრუირებული, რომ მთლიანად გამოირიცხოს სასუნთქ სისტემის დატვირთვა. თქვენ არ იგრძნობთ დისკომფორტს, ისუნთქებთ იოლად და თავისუფლად. გარდა ამისა თქვენ თვითონ შეარჩევთ ოპტიმალურ ტემპერატურას, რომელზეც არ დაგცხებათ და თავს იგრძნობთ კომფორტულად და თბილად. ამიტომ კედრის კასრში ორთქლის მიღება შეუძლიათ იმათაც, ვინც ცუდად იტანს კლასიკურ ან რუსულ საუნაში არსებულ მაღალ ტემპერატურას.

faq image