• +995 595 250-555
  • hotelvillareta@gmail.com
  • ლანჩხუთი, გრიგოლეთი



ფიტოთერაპია

მცენარეული წარმოშობის წამლების მოქმედების მექანიზმს განსაზღვრავს მათ სხვადასხვა ნაწილებიდან მიღებული აქტიური ნივთიერებები – ალკალოიდები, გლიკოზიდები, გამუხების გამომწვევი ნივთიერებები, ეთერზეთები და სხვ. მართალია მცენარეული პრეპარატები სრულად ვერ ცვლიან სინთეთიკურ წამლებს, მაგრამ ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა მათზე მოთხოვნილება, რომ ფიტოთერაპია განიცდის მეორდ დაბადებას,პაციენტები ცდილობენ თავი აარიდონ ანტიბიოტიკებისა და სხვა სინტეტიკური წამლებისათვის დამახასიათებელ გართულებებსა და ალერგიულ რეაქციებს და სულ უფრო ფართოდ მიმართავენ ფიტოთერაპიას – მცენარეული პრეპარატებით მკურნალობას. მათი ზემოქმედება ორგანიზმზე გაცილებით „ლმობიერია“, ნაკლებად ტოქსიურია და ნაკლებად იწვევენ მიჩვევას და ალერგიებს. ამას გარდა მცენარეები არ თრგუნავენ ორგანიზმის შინაგან ძალებს, პირიქით ააქტიურებენ მათ, ამაღლებენ იმუნიტეტს და ხელს უწყობენ დაავადებათა დათრგუნვისათვის ბრძოლაში.

About image

ჩვენთან ფართო გამოყენება ჰპოვა ფიტოთერაპიამ, კერძოდ:
მინი საუნების მუშაობაში. ყველა პროცედურისას ავადმყოფს მიეწოდება ორთქლთან ერთად გაჯერებული სხვადასხვა ფიტონაყენები.
აბაზანებში ვამატებთ ფიტონაყენებს, მცენარეული და ცხოველური ექსტრაქტებია გამოყენებული პანტოგელებით მასაჟების (პანტომასაჟის) ჩატარებისას. პროცედურების შემდეგ პაციენტებს ვასმევთ სხვადასხვა სამკურნალო ფიტოჩაის.

faq image